პროკურატურაში დღეს „ეროვნული ფორუმის“ წევრი ზურაბ წიკლაურიც დაკითხეს. მისი თქმით, გამოძიებამ კითხვები იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით დაუსვა. ძირითადი საკითხი კი რითაც გამოძიება დაინტერესდა, მის მიერ პირველი იანვრით forum.ge-ზე დადებული პოსტია, სადაც წიკლაური დაგეგმილი მკვლელობის შესახებ წერს. გამოძიების მიერ დასმულ შეკითხვებზე დღეს „ეროვნული ფორუმის“ წევრმა არ ისაუბრა.
რაც შეეხება მის ჩანაწერს, აღნიშნა, რომ ის მისი ფანტაცია იყო.
„ხანდახან ვფანტაზიორობთ ხოლმე, ადამიანები ვართ. ამ შემთხვევაში არავის არ ვგულისხმობდი... თუ მოხდებოდა გახმაურებული მკვლელობა, ნორმალურ ქვეყანაში, რომელიმე მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ღებულობს და ტოვებს თანამდებობას“, - განაცხადა წიკლაურმა.
„ეროვნული ფორუმის“ წევრმა პირველ იანვარს forum.ge-ზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
„მოკლედ, პაივცემულო პოლიტსაზოგადოებავ! ჩემს ხელთ, და არა მარტო ჩემს ხელთ, არის აწ უკვე გაბაზრებული ინფორმაცია, რომ : დაგეგმილია მკვლელობა ფრიად ეროვნული მგზნებარებით გამორჩეული კაცისა! დაატორმუზეთ, ქოც-ნაცებო, თორემ დედებს მარტო ვირტუალურად კი არა, არამედ ფაიზაღი და თანაც ლაივ-რეჟიმში მოგიდღნავთ
აზრზე მოდით, თქვე ღლის ჭუჭყებო! დედაბუდიანად ამოითხრებით! ახლა გავედი და იყავით ფხიზლად - თუკი იმ კაცს ხელი დაედო, იცოდეთ, რომ დამნაშავეა ბიძო!“.
მასალის გამოყენების პირობები






