შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია საპატრულო პოლიციასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებს ეხმაურება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუშინ, გაავრცელა განცხადება და საზოგადოებას ამცნო იმის შესახებ, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. ამ მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას ვამცნობთ“, - გნაცხადა იზორიამ.
26 იანვარს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე ეკა ყურშიტაშვილი პატრულს აგინებს. იგი სამართალდამცველებს ეუბნევა, რომ ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის ახლობელია და ჯარიმის გამოწერის უფლებას არ მისცემს.
მეორე დღეს ოპიზიციამ მორიგი ვიდეო გაავრცელა. ამჟერად მოქმედება ბორჟომში ხდება. ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლკოვნიკი ზურა ბერიკაშვილი პატრულის თანამშრომლებს იარაღით ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






