უშიშროების ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმის საჯარო განხილვა გუშინ გაიმართა, სადაც რამდენიმე ახალი ფაქტი გახმაურდა.
საქმეზე მომუშავე ერთ-ერთი ადვოკატის, რობერტ თემის განცხადებით, ლიტვინენკოს ჩანაწერების უმრავლესობა მოიცავს ინფორმაციას, რომელიც პუტინს კორუფციაში ამხელს. ადვოკატის თქმით, კრემლმა მოსალოდნელი საფრთხე დაინახა და ლიტვინენკოს დევნა, სწორედ ამიტომ დაიწყო.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სიკვდილამდე რამდენიე თვით ადრე ლიტვინენკომ რუსეთის პრეზიდენტი პედოფილიაში დაადანაშაულა.
ბრიტანული გაზეთი Daily Mirror - ის ინფორმაციით, უშიშროების ყოფილმა აგენტმა ბრიტანელ პოლიციელებს განუცხადა, რომ მისი მკვლელობა ვლადიმერ პუტინის შეკვეთილი იყო.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ლიტვინენკო მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც 2006 წლის ნოემბერში ლონდონის სასტუმროში ყოფილ კოლეგებთან,ანდრეი ლუგოვოსა და დიმიტრი კოვტუნთან ერთად ჩაი დალია. სავარაუდოდ, ჩაი მოწამლული იყო. რუსეთის ხელისუფლება აღნიშNული პირების დაკითხვაზე უარს აცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






