ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ, პეტრე პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაცაის, პოროშენკოს პრეესამსახური ავრცელებს.
მხარეებმა უკრაიანში არსებული ვითარება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები განიხილეს. ბაიდენმა, უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებაზე ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ბაიდენს ეკონომიკურ, ფინანსურ და უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარებისთის მადლობა გადაუხადა. პოროშენკომ აღნიშნა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება 2 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ, უკრაინას მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებაში დაეხმარება.
მხარეები, ორმხრივ შეხვედრაზეც შეთანხმდენ, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შედგება.
მიუნხენის კონფერენცია 6-8 თებერვალს არის დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები






