ბუტა რობაქიძის დედას ია მეტრეველს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაკითხავენ. მეტრეველის განმარტებით, საგამოძიებო უწყებაში მისვლის დრო დღეს გაირკვევა.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ერთი წლის წინ ატიმარი მასაც დაუკაშირდა და მისი მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ აცნობა.
"ერთი წლის წინ დამიკავშირდა ეს პატიმარი და მითხრა, რომ ჩემი მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, მაგრამ შემდეგ როდესაც ინტენსიურად გააგრძელა რეკვა და მნიშვნელოვანი დეტალების მოყოლა დაიწყო. ეს პირი ქუჩიდან აიყვანეს იმ პირებმა ვინც ნანუაშვილმა დაასახელა. მათ შორის არის ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ჩემი შვილის საქმეშია ბრალდებული, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ოპერაციაც მისი დაგეგმილია. ეს პატიმარი შემდეგ გადაიყვანეს სამმართველოში და მოუყვნენ როგორ უნდა მომხდარიყო ჩემი მკვლელობა“, - განაცხადა მეტრეველმა.
გუშინ სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას დაუკაშირდა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც უთრა, რომირაკლი ფირცხალავამ ია მეტრეველის მკველობა შეუკვეთა.
მასალის გამოყენების პირობები






