ქალის ხასიათის გამოცნობა მისი ფეხსაცმლით შეიძლება
ეს საინტერესოა - 18:07, 30 Mar, 2018     6104
ქალის ხასიათის გაცემა არამხოლოდ ჩანთის ფორმას, საყვარელ სუნამოს, პომადის ფორმას და მაკიაჟის კეთების სტილს შეუძლია. აღმოჩნდა, რომ ქალის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მატარებელია მისი ფეხსაცმელიც.

„შპილკები“

ქალბატონებს, რომლებიც მაღალ, წვრილქუსლიან ფეხსაცმელს ირჩევენ, ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. ასეთი ქალები ხშირად იყენებენ თავის ქალურობას, რათა სასურველს მიაღწიონ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მამაკაცები მხოლოდ იმიტომ არსებობენ, რომ მათ ფეხებთან იყვნენ განრთხმულნი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარული ქალბატონებისთვის საკუთარ კომფორტზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ უნიკალურად გამოიყურებოდნენ. ასეთი ტიპის ქალებს ზედაპირული იმიჯი აქვთ, თუმცა ინტელექტის ნაკლებობას არ განიცდიან.

„ბალეტკები“

ასეთ ფეხსაცმელს, მეგობრული, სასიამოვნო, ცოტათი მოსაწყენი ქალბატონები ირჩევენ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მზად აღიარონ, რომ ბავშვობა დამთავრდა. მიუხედავად გულღია იმიჯისა, ისინი ადამიანებს ახლოს არ უშვებენ. ბალეტკების მოყვარულები მოდის ტენდენციებში კარგად ერკვევიან და ახალ-ახალი ნივთების მორგება უყვართ. ასეთი ქალი გულუხვია და მამაკაცებში ხშირად აღძრავს მათი დაცვის სურვილს.

უხეში ზამთრის ფეხსაცმელი (ე.წ. ბათინკები)

მანდილოსნები, რომლებსაც სამხედროს სტილის უხეში ზამთრის ფეხსაცმელი მოსწონთ ცოტათი ჩაკეტილები და ეგოცენტრულები არიან. ისინი ადამიანებს არ ენდობიან, ამიტომ მოქმედებენ დევიზით: „თუ გინდა, რომ რამე გაკეთდეს, თვითონ გააკეთე“. ისინი ხშირად განიცდიან, რომ ადამიანებთან ურთიერთობას ვერ აწყობენ.

ლოფერები ( ფეხსაცმელი მოკასინების სტილში)

მამაკაცის სტილის, უთასმო ფეხსაცმელს ირჩევენ ქალბატონები, რომლებსაც ანალიტიკური აზროვნების უნარი აქვთ. მათ საჯაროდ თავიანთი გრძნობების გამოხატვა არ უყვართ. როგორც წესი, მათ ყოველთვის ზუსტად იციან რა სურთ და მის მისაღებად არც საკუთარ თავს და არც გარშემომყოფებს ზოგავენ. ლოფერების მოყვარულებს შორის ბევრი პედანტია, რომლებსაც ძალიან აღიზიანებთ თუ გარშემომყოფები მათ მოლოდინებს ვერ ამართლებენ. ასეთ ქალებს მამაკაცებთან ურთიერთობისას მუდამ პრობლემები აქვთ.

სპორტული ფეხსაცმელი

ბოტასებისა და კედების მოყვარულები აღიარებული იდეების გენერატორები არიან. ისინი საკმაოდ კრეატიულები არიან, გიჟდებიან მოგზაურობაზე და ვერ იტანენ ერთ ადგილას დიდხანს ყოფნას. მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობების დეფიციტს ისინი ძალიან მწვავედ განიცდიან. მათი აზრით, არამხოლოდ ფეხსაცმელი, არამედ მთელი ცხოვრებაც კომფორტული უნდა იყოს.

მოდური ფეხსაცმელი

მოდას აყოლილი ქალბატონებისთვის ნაცრისფერი მასიდან გამოყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ისინი მსოფლიოს ფერადი ჟურნალის ფურცლებივით აღიქვამენ. თითქმის ყველა მოდის მიმდევარი ქალბატონი ძალიან იღბლიანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42