"-თქვენი პირადობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი წარმოგვიდგინეთ .
-ჩემი? ხო განახეთ წეღან?
-თანამშრომლის საბუთზე არ გეუბნებით, მართვის მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი.
-„ვაფშე“ არა მაქვს
-მაშინ თანამშრომლის საბუთი მაჩვენეთ
-„ვაფშე“ არ გაჩვენებთ, „კაროჩე“ ერთ რაღაცას გეტყვით, ბიჭებო ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ... ერთ რაღაცას გეტყვით, ზურა ვარ ბერიკაშვილი, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ, სამხრეებს გაუფრთხილდით, მაგის დედას შე...ცი პოლკოვნიკი კაცი ვარ. რა დარღვევა ტო... (შემდეგ ხელი სავარაუდოდ იაღარისკენ მიაქვს, რის შემდეგაც მას პოლიციელები აკავებენ) ხელი გამიშვი,ხელი გამიშვი, არა კაცო ამომვარდა...
-იარაღი ამოიღე პოლკოვნიკი კაცი ხარ?
-არა კაცო ამომვარდა , სისულელეებს თავი დაანებეთ, თუ ძმები ხართ!
-რა ძმები ვართ?! რას აკეთებ?
-დედას ვფიცავარ, არ ამომიღია სისულელეებს თავი დაანებეთ..."
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით მეორე დღესვე დაკავებული ბერიკაშვილი გაათავისუფლეს და სამსახურში დააწიანურეს, ხოლო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ის დააკავეს სამსახურიდან გაუშვეს.
აღნიშნულ ფაქტთან და ვიდეომასალასთან დაკავშირებით შსს-ს პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






