რა მისწერა ირაკლი ფირცხალავამ შინაგან საქმეთა მინისტრ ჭიკაიძეს?
სამართალი - 22:57, 27 Jan, 2015     3652

ირაკლი ფირცხალავა დოკუმენტს ასაჯაროვებს, რომელიც მან ალექსანდრე ჭიკაიძეს ერთი წლის წინ მისწერა.

წერილი "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" წევრმა "რუსთავი2"-ს მიაწოდა, სადაც ვკითხულობთ: "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილი არის კრიმინალური წარსულის მქონე , ქურდული ტრადიციების აქტიური მიმდევარი. ის სრულად იზიარებს მათი ცხოვრების ადათ-წესებს და ეწევა ამ წესის პროპაგანდას. პერიოდულად მას შეაქვს დიდძალი თანხა ე.წ „ობშიაკშიც“. ჩვენი ინფორმაციით, მას ახლო კავშირი აქვს ე.წ. კანონიერ ქურდ ჯემალ მამომიანთან იგივე "ჯეკო ტბილისკისთან“, რომელიც მისი გარდაცვლილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ჯგუფის წევრია.“

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" წევრი მაშინდელ მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს, ატყობინებს დაგეგმილი დანაშაულის შესახებ.

„ამა წლის თებერვალში მამომიანის უშუალო დავალებით ვაზაგაშვილმა გეგუთის კოლონიაში ადვოკატის მეშვეობით მოძებნა მრავალჯერ ნასამართლევი, ვინმე ლაშა შავაძე, მას გადასცეს „ინსტრუქცია“, თუ როგორ უნდა გამოეწვია მღელვარება პატიმრებს შორის, რაც ამ უკანასკნელმა ზედმიწევნით შეასრულა. რომ არა სამართალდამცავი სტრუქტურების მაღალი პროფესიონალიზმი, „ქურდული გეგმით“ მღელვარება უნდა გასცდენოდა გეგუთის კოლონიას და გადასდებოდა სხვა დაწესებულებებს. გთხოვთ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოთ გამოძიება,“- ნათქვამია ირაკლი ფირცხალავას მიერ ალექსანდრე ჭიკაიძისთვის გაგზავნილ განცხადებაში, რომელიც 2014 წლის 27 თებერვლით თარიღდება.


წყარო http://rustavi2.com/








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42