შემთხვევა მდინარე გუმისთის სანაპიროსთან მდებარე დასახლებაში მოხდა, სადაც ძირითადად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. რუსი ოკუპანტები დასახლებაში ჯავშანტრანსპორტიორებით და "უაზის" ტიპის მანქანებით შეიჭრნენ, მათ მოსახლეობას ფული და ოქროულობა წაართვეს, ერთ-ერთი ოჯახიდან კი ციტრუსით დატვირთული ავტომანქანაც წაიყვანეს, რომელიც გზად გაუფუჭდათ და ეშერის გადასასვლელ ხიდზე დატოვეს.
ყაჩაღობის დროს რამდენიმე ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მათგან ერთ-ერთი 76 წლის ქოჩარიანი ლუსია ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი
საქმეს დე ფაქტო აფხაზეთის, სოხუმის პოლიცია იძიებს, როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათ პოლიციელებისგან დაპირება მიიღეს, რომ დამნაშავე რუსი სამხედროებთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიაწვდიან ინფორმაციას და ისინი სათანადოდ დაისჯებიან.
მასალის გამოყენების პირობები






