ირაკლი ფირცხალავას განცხადებით სახალხო დამცველის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია და მას არასოდეს არავის ლიკვიდაცია არ დაუგეგმავს. როგორც ფირცხალავა აცხადებს მან ერთი წლის წინ თავად მიმართა შს სამინისტროს და ამ საქმის გამოძიება ითხოვა. ფირცხალავას აზრით დღს ამ საქმის ხელახალი წამოწევა, იური ვაზაგაშვილის საქმეს უკავშირდება.
„ეს არის დიდი სპექტაკლი, რომელიც უკვე დადგა შავმა სამყარომ და რომლის სცენარიც დაწერილი აქვს, ეს არის ერთ-ერთი პატარა სცენა ამ სპექტაკლიდან. საზოგადოება თვითონ გადაწყვეტს უნდა იყოს ამ ქვეყანაში კრიმინალი ზეობაში, თუ უნდა იყოს კანონი და პოლიციელი ვინც ამ კანონს იცავს.
სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ეს განცხადება, მე მას დღეიდან ვუწოდებ კრიმინალური სამყაროს დამცველს და არა სახალხო დამცველს.
ეს პატიმარი სააშკარაოზე გამოიყვანეს იური ვაზაგაშვილის ადვოკატებმა ჩიქოვანმა და მოსიაშვილმა, ამ პატიმარს დავალება ქონდა ქურდული სამყაროსგან, რომ პოლიციელებზე მიეცა ცრუ ჩვენება, იმიტომ რომ ამ პატიმრის არსებობის შესახებ კი არა ამ ადამიანის არსებობის შესახებ არც მე და არც იმ ჩამოთვლილმა ადამიანებმა არაფერი არ იციან, მერე მისცეს ქალბატონი იას ტელეფონი, თვითონ ია მეტრეველი არ მალავს, რომ მას ვაზაგაშვილის ადვოკატებმა უთხრეს, რომ ასეთი პატიმარი არსებობდა.“ - განაცხადა ფირცხალავამ.
ფირცხალავამ ინტერვიუს ჩაწერის დროს ფურცელიც წარმოადგინა, რომელზეც ეწერა „მე მოვკალი კენედი“.
შეგახსენებთ ომბუდსმენმა გაავრცელა ინფორმაცია, მსჯავრდებულის შესახებ, რომელმაც სახალხო დამცველს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2008 წელს თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ მას ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მოკვლა დაავალა.
განცხადება ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა:
„სახალხო დამცველს ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა მიმართა, სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის ივლისში დააკავეს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ და მიიყვანეს ირაკლი ფირცხალავასთან. მისი ინფორმაციით, ფირცხალავა მას ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა, ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურა ვაზაგაშვილის წიანააღმდეგ მისცემდა ჩვენებას. ფირცხალავა ამ პირს თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას დაპირდა“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
მასალის გამოყენების პირობები






