უკრაინის რადამ კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც რუსეთი აგრესორ ქვეყნად , ხოლო თვითგამოცხადებული რესპუბლიკები - ტერორისტულ ორგანიზაციებად ცნო.
გადაწყვეტილებას 271 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.
კანონპროექტის მიხედვით, უკრაინა რუსეთს აგრესორ ქვეყნად აცხადებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის რუსეთი სათანადოდ დაისაჯოს, ამ შემთხვევაში უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო.
„უკრაინაში განხორციელებული აგრესიის, „ბოევიკებთან“ კავშრისა და მხარდჭერის , იმ ქმედებების გამო ,რითაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშიდობასა და უსაფრთხოებას., რუსეთი აგრესორ ქვეყნად არის აღიარებული“ – ნათქვამია დუმას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, აუცილებელია.
უკრაინის პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინის საზღვრების აღიარებისა და რუსეთის აგრესორად ცნობისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






