რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელსა და ფრანსუა ოლანდთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები, უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, ჯერ კიდევ 15 იანვარს პუტინმა პოროშენკოს წერილობითი მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც კონფლიქტის რეგიონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანისა და შესაბამისად, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდებდა. ამის შესახებ პასუხი, მხოლოდ დღეს მოვიდა - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლება მოსკოვს სეპარატისტების მხარდაჭერასა და მათ იარაღის მომარაგებაში ადანაშაულებს.
ანგელა მერკელის წარმომადგენლის განცხადებით, გერმნიის კაცლერმა ვლადიმერ პუტინს სეპარატისტებთან ბრძოლაში დახმარებისკენ და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდა.
ელისეის სასახლეს, სატელეფონო საუბრის თავისი ვერსია, ჯერ არ გამოუქვეყნებია.
მასალის გამოყენების პირობები






