საიამ მოკლული სალომე ჯორბენაძის საქმეზე ევროპულ სასამართლოს მიმართა
სამართალი - 11:34, 27 Jan, 2015     1378

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის საქმეზე ევროპულ სასამართლოს მიმართა.

ამის შესახებ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2015 წლის 23 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - თანამშრომლობით სალომე ჯორბენაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. 19 წლის სალომე ჯორბენაძე, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მდებარე პარკში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი ქმარი, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი, სერგი საცერაძეა, რომელმაც სალომე სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა. სალომე ერთ-ერთია იმ 25-ზე მეტ ქალს შორის, რომლებიც 2014 წელს მათმა პარტნიორებმა ან ყოფილმა პარტნიორებმა მოკლეს. სალომეს 3 წლის შვილი დარჩა.

სალომე ჯორბენაძის და სერგი საცერაძის ურთიერთობა ძალადობით დაიწყო - 2011 წელს 17 წლის სალომე სერგი საცერაძემ იარაღის მუქარით მოიტაცა. ზესტაფონის პოლიციამ ბავშვის მოძებნაში სალომეს მშობლებს დახმარება არ გაუწია და სალომე სერგი საცერაძის ცოლი გახდა. ქორწინების განმავლობაში, ასევე დაშორების შემდეგ, სერგი სალომეზე სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და იარაღით ემუქრებოდა. კონფლიქტების მიზეზი ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა და ეჭვიანობა იყო. 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე პარკში, სერგი საცერაძემ სალომე ჯორბენაძე მოკლა. მას ბრალი განზრახ მკვლელობაში (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი) ედება.

მკვლელობამდე სალომემ მიმართა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვა მოითხოვა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული არც ერთი ზომა არ გატარდა. პოლიციის და პროკურატურის რეაგირება სალომეს მიმართ იყო დისკრიმინაციული გენდერული ნიშნით. პოლიციამ არ შეაფასა სალომეზე ძალადობის სიმწვავე, არ ასახა ძალადობის ფაქტები ოქმში, არ მიიღო ზომები შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად და სალომეს მიმართვებს შეურაცხმყოფელი და სქესთან დაკავშირებული დამაკნინებელი კომენტარებით პასუხობდა. სამართალდამცავები სერგი საცერაძის თანამშრომლები და ახლო ნაცნობები იყვნენ. პროკურატურამ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე გამოძიება არ დაიწყო და ქალის მიმართ ძალადობა საკმარისად სერიოზულ დანაშაულად სისხლისსამართლებრივი დევნისთვის არ მიიჩნია. შსს-ს გენერალური ინსპექციაც სრულებით არაეფექტური აღმოჩნდა შეეჩერებინა სერგი საცერაძის ძალადობრივი ქცევა - პირის, რომელსაც საზოგადოების ძალადობისა და უკანონობისგან დაცვა ევალებოდა.

საიას საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებს ეფუძნება. საქმე, წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პირველი პრეცედენტი იქნება, რომელსაც ევროპული სასამართლო ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე საქართველოსთან მიმართებით განიხილავს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42