ევროსაბჭოში განსახილველ თემებს შორის ერთ ერთი მთავარია საფრანგეთში, "შარლი ებდოზე" მომხდარი ტერორისტული აქტი. სტრასბურგში მყოფ პოლიტიკოსებს მომხდარის დეტალებს გამოცემის ჟურნალისტები აცნობენ.
კაროლინ ფურესტი ფრანგულენოვანი გამოცემის ერთ-ერთი გადარჩენილი თანამშრომელია. მან კომენტარი ქართველ ჟურნალისტებსთანაც გააკეთა. მისი თქმით, ის რაც მოხდა იყო თავდასხმა თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.
„სამწუხაროდ, დღეს ადამიანები რელიგიის სახელით, სხვა ადამაინებს კლავენ. ამიტომ საჭიროა გავაგრძელოთ ხუმრობა ასეთ ფანატიკოსებზე. როგორც კი თავდასხმა მოხდა, მივედი რედაქციაში და ვნახე ჩემი მეგობრებიდა გადარჩენილი კოლეგები. ისინი ჯერ კიდევ შოკში არიან, თუმცა აგრძელებენ მუშაობას. გვჯერა, რომ სწორედ სიტყვის თავისუფლებაა პასუხი ტერორიზმზე“, - აცხადებს ფურესტი.
მასალის გამოყენების პირობები






