პოლიციელების ნაწილი, რომლებიც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან არიან დაკავშირებული, თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებემა ვახტანგ გომელურმა განაცხადა.
"სპეცოპერაციაში მონაწილეობას დაახლოებით 100 ან 50 კაცი იღებდა და სამსახურიდან ყველას ვერ გავუშვებდით, რადგან ყველას ბრალი არ იყო. იქ რამდენიმეს ბრალეულობა გამოიკვეთა. პროკურატურა ამ საკითხზე მუშაობს და ყველა დამნაშავე დაისჯება. ისინი, ვიცი ბრალი გამოკვეთილი არ არის, ჯერჯერობით თანამდებობებზე რჩებიან. პრობლემა რომ არ შექმნოდა გამოძიებას, რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა. გამოძიების დასრულების შემდეგ, თუ გამოჩნდება, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არ არის, შესაძლოა, ისინი დაბრუნდნენ სამსახურებში“, - განაცხადა გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






