
რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს ახალი იარაღისა და სამხედრო სწავლების ტექნიკის გამოსაცდელად, ასევე საომარი გამოცდილების მისაღებად იყენებს , ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ეროვნული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, ვლადიმერ გორბულინმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.
გორბულინმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთმა, სამხედრო ტექნიკის თითქმის ყველა სახეობა გამოიყენა. მათ შორის, როგორც სახმელეთო , ასევე საჰაერო ძალები.
„ ეს გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომ რუსეთი დონბასს საომარ პოლიგონად იყენებს. სადაც ახალი საომარი ტექნიკის, ტაქტიკისა და საშუალებების პრაქტიკაში გამოცდა შეუძლია“- განაცხადა გორბულინმა.
შეგახსენებთ, კონფლიქტის რეგიონში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. დონბასში სროლის ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.
მასალის გამოყენების პირობები






