შსს გუდაურში თოვლმავალი მოტოტრანსპორტის გადაადგილებას დაარეგულირებს
სამართალი - 10:01, 24 Jan, 2015     2419

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სამთო-სათხილამურო სეზონის დაწყების შემდეგ სათხილამურო ტრასებზე არსებული რისკები და დამსვენებელთა საჩივრები განიხილეს. ინციდენტების და რისკების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სათხილამურო ტრასებზე მოსრიალეთა, მათ შორის ბავშვების უსაფრთხოება წარმოადგენს, როდესაც ერთიდაიგივე სათხილამურო ტრასაზე მოთხილამურეებთან ერთად თოვლმავალი მოტოტრანსპორტიც გადაადგილდება.

დამსვენებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გუდაურის სათხილამურო ტრასის პირველ მონაკვეთზე თოვლმავალი მოტოტრანსპორტისთვის ცალკე ბილიკი უკვე გაკეთდა, რომელიც სპეციალური ნიშნებით იქნება გამოყოფილი. ასევე, მახლობლად გამოიყო და კეთილმოეწყო ვრცელი ტერიტორია, სადაც დამსვენებლებს თოვლმავალი მოტოტრანსპორტით სეირნობის საშუალება ექნებათ.

სხვა მონაკვეთებზე თოვლმავალი მოტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება და მხოლოდ სამაშველო ღონისძიების ან პატრულირების დროს იქნება შესაძლებელი. აღნიშნულს პოლიცია გააკონტროლებს. დამატებით, იმ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეები დაინახავენ სათხილამურო ტრასაზე თოვლმავალს შეუძლიათ დაუკავშირდნენ 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის სპეციალური ჯგუფი მოახდენს რეაგირებას და აღკვეთს მოძრაობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42