თბილისის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის განახლებულ გამოძიებას 8 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, „ქრონიკის“ ეთერში ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.
მაია მწარიაშვილის განცხადებით, თანამდებობის პირებს რომლებიც ე.წ კორტების საქმეზე მუშაობდნენ გამოძიებასთან პროცესუალური შეხება არ ქონიათ, მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიუღიათ და ისინი უბრალოდ აფორმებდნენ სხვადასხვა დოკუმენტებს. ყოფილი პროკურორი აღნიშნავს, რომ თანამდებობაზე დარჩენილ პირებს გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.
„გვარები და ფიგურანტები, არასოდეს იყვნენ საქმეებზე გადაწყვეტილების მიმღებები, არასწორია თუ ვინმეს გონია, რომ პრობლემა მათში დევს, ისინი მაშინ იყვნენ გამოხმოვანებლები, მათ არავინ კითხავდა ამ საქმეზე ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. ისინი უბრალოდ პროცესუალურად აფორმებდნენ და ახლა მთავარი აქცენტირება მათზე, როგორც ამ ამბის შემქმნელებზე, საქმის გაუფასურებაა“ - აცხადებს მწარიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






