როგორც ,,ნიუპოსტს“ „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ თორდინავამ განუცხადა, აღნიშნული პროექტი საქართველოს გარდა სასომხეთსა და აზერბაიჯანშიც ხორციელდება.
,,პროექტის ფარგლებში კვლევის ჩატარება ემსახურება 2009-2012 წლამდე საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული მითითებების შესრულების ხარის, ანუ იმ თემებს რა გაკეთდა და რა ვერ გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველო დაახლოვებოდა ევროპულ ოჯახს.
კვლევის ფარგლებში დაგეგმილია საერთო განხილვა, რომელიც აგვისტოში ქალაქ ბათუმში გაიმართება. შეხვედრაზე ჩვენი მეზობელი ქვეყნების კვლევითი ჯგუფები ჩამოვლენ ,რომლებიც იგივე საკითხზე მუშაობდნენ . პროექტის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი, საუკეთესო სტატია, თემაზე „ევროინტეგრაცია“. პროექტის დასრულების შემდეგ გამოვა პროექტის შედეგების.“_ განგვიცხადა თორდინავამ.
კვლევის შედეგად მიღებული მასალები რეკომენდაციის სახით მიეწოდება სააღმსრულებლო და საკანონმდებლო ორგანოებს.
მასალის გამოყენების პირობები






