რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, მას შემდეგ რაც სააკაშვილი მთავრობიდან წავიდა , ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო ჯანსაღი გახდა.
ამის შესახებ, რუსეთის მიერ აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულების რატიფიცირებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროის განმავლობაში საქართველოსა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან სიმშვიდეა. „სააკაშვილის წასვლის შემდეგ ატმოსფერო შეიცვალა, უფრო მშვიდი და ჯანსაღი გახდა“- განაცხადა კარასინმა.
ხელშეკრულების რატიფიცირებაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ რომ 24 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება იმ ისტორიული ხელშეკრულებების განვითარებაა, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ.
„ქართული ელიტა რეალობას უნდა შეეგუოს. შექმნილია ახალი პოლიტიკური რეალობა, რომელშიც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საერთაშორისო ურთიერთობების დამოუკიდებელი წევრები არიან.“
შეგახსენებთ, რუსეთისა და აფხაზეთის მეთაურებმა, ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი, გასული წლის 24 ნოემბერს მოაწერეს. დოკუმენტი, საერთო სამხედრო დაჯგუფებების შექმნას, ფსოუზე საზღვრის გაუქმებას და ენგურზე ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერებას, ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთში სხვადასხვა სფეროების დაფინანსებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






