ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, ალექსანდრე ზახარჩენკოს განცხადებით, კიევთან მოლაპარაკებას წყვეტს.
„არანაირი მშვიდობიანი მოლაპარაკება და დაზავების მცდელობა, ჩვენი მხრიდან არ იქნება. ახლა კიევის რეაქციას დაველოდებით. ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ ერთდროულად სამ ფრონტზეც შეგვიძლია ბრძოლა“- განაცხადა ზახარჩენკომ და დასძინა, რომ ისინი დონეცკზე სრული კონტროლის დამყარებას გეგმავენ.
„სანამ დონეცკის ოლქის საზღვრამდე არ მივალთ, ბრძოლას განვაგრძობთ. თუკი, ნებისმიერი დასახლებიდან მომავალ საფრთხეს დავინახავთ, ეს საფრთხე დაუყოვნებლივ განადგურდება“- დასძინა სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა.
ბოლო დღეების განმავლობაში, „ბოევიკები“ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებენ. გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინულ სამხედრო ძალებზე 115-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ვითარება კონფლიქტის რეგიონშ, ამ დრომდე დაძაბულია.
მასალის გამოყენების პირობები






