ცოტა ხნის წინ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ბავშვები გაათავისუფლეს. შემთხვევის ადგილზე მისული იყო წყოუშის სკოლის დირექტორი.
მომხდარის გამო ბავშვის მშობლები შეშინებულები არიან და სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებენ. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა საბერიო-წყოუში საოკუპაციო ხაზზე არასრულწლოვანი ბავშვი დააკავეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვები წყოუშის სკოლაში გაკვეთილებზე დასაწრებად მიდიოდნენ. სამივე ბავშვი დაახლოებით ოთხი საათი რუსულ საგუშაგოზე ჰყავთდათ გაჩერებული და უფლებას არ აძლევენ, რომ მშობლებისთვის დაერეკათ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები რთულ ვითარებაში იმყოფებიან. როგორც ცნობილია, ოკუპანტები ბავშვებს უყვიროდნენ და ეუბნეოდნენ, რომ მათ მშობლებს აღარ აჩვენებდნენ.
შეგახსენებთ, დაახლოებით თვენახევრის წინ რუსმა ოკუპანტებმა გადმოწიეს სასაზრღვო ზოლი და ამის გამო დაკავებული ბავშვების და კიდევ რამდენიმე ოჯახი მავთულხლართებს მიღმა მოხვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






