რუსეთში გულისრევის დაუძლეველი შეგრძნება დამეუფლა- ფრანკ-კამენეცკი
მსოფლიო - 12:44, 23 Jan, 2015     1332

მაქსიმ ფრანკ-კამენეცკი ბოსტონის უნივერსიტეტში ბიომედიცინის ლაბორატორიის პროფესორია, რომელმაც სახელი გაითქვა დნმ-ის ტოპოლოგიაში შეტანილი წვლილით. მან 21 წლის წინ დატოვა რუსეთი, თუმცა სამეცნიერო მივლინებით დროგამოშვებით ჩადის ხოლმე იქ. სულ ბოლოს კამენეცკი გასულ შემოდგომაზე იმყოფებოდა რუსეთში, სადაც 4 თვის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს. თუმცა რუსეთში ნანახმა კამენეცკი იმდენად განარისხა, რომ გადაწყვიტა მკვახე ღია წერილით მიემართა რუსებისათვის.

როგორც მაქსიმ ფრანკ-კამენეცკი წერს, რუსეთში ყოფნის დროს მას „თანდათან გაუჩნდა გულისრევის დაუძლეველი შეგრძნება“. ამის მთავარი მიზეზი კი, მეცნიერის აზრით, არის პიროვნების კულტი, რომელიც ვლადიმირ პუტინის სახით შეიქმნა რუსეთში და რომელიც სტალინის შემდეგ აღარ ყოფილა ასე მძლავრი. ამას ემატება რუსების, მათ შორის, ინტელექტუალთა გარკვეული ნაწილის ცნობიერებაში ღრმად ფესვებგადგმული „იდიოტური მანტრა“, რომელი რუსეთის, რუსული კულტურისა და რუსული ცივილიზაციის მიმართ უსაზღვრო და უსიტყვო სიყვარულის გამოხატვით ვლინდება. „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეშინოდეთ, რომ დაუყოვნებლივ კედელთან მიაყენებენ, თუ ისინი უარს იტყვიან ამ მანტრის განმეორებაზე“, - წერს ღია წერილში მაქსიმ ფრანკ-კამენეცკი.

„სინამდვილეში ამ შიშს აქვს საფუძველი, რადგან არავინ იცის, თუ შემდგომში რა ნაბიჯს გადადგამს [პუტინი], რადგან ყველანაირი წესების მიღება, ფაქტობრივად, ერთ კაცზეა დამოკიდებული. ესეც ძალიან საშიშია, რადგან ძალიან საეჭვოა, ჰქონდეს მას ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი იმ პირობებში, რაც ირგვლივ ხდება“.

როგორც ღია წერილში აღნიშნავს ამერიკაში მოღვაწე რუსული წარმომავლობის მეცნიერი, ძალიან შეაშფოთა იმ მძვინვარე ანტიამერიკანიზმმა, რომელიც რუსეთში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა და რაც, მაქსიმ ფრანკ-კამენეცკის დაკვირვებით, „საშინელი არასრულფასოვნების კომპლექსის“ შედეგია.

„ამა თუ იმ დოზით ანტიამერიკანიზმით შეპყრობილია პრაქტიკულად ყველა. გასაოცარია, როცა ის ადამიანებიც კი, რომლებსაც ესმით, რომ დაუშვებელია, რასაც პუტინი უკრაინაში სჩადის, საქმე-საქმეზე რომ მიდგება, იხსენებენ ამერიკის ადმინისტრაციების მიერ დაშვებულ შეცდომებს: იუგოსლავიის დაბომბვას, ავღანეთსა და ერაყში შეჭრას და ასე შემდეგ. მათი აზრით, ამერიკის მიერ ჩადენილი ყველა ეს დანაშაული გაცილებით უფრო სახიფათო და ცუდია, ვიდრე პუტინის მიერ დაშვებული შეცდომები“.

მაქსიმ ფრანკ-კამენეცკი, რომელიც ხშირად მოგზაურობს თავის სამშობლო რუსეთში, აცხადებს, რომ ამჯერად შვებით ამოისუნთქა, როცა რუსეთი დატოვა. ეს მოხდა ახალ წლამდე. და სწორედ ირონიანარევი საახალწლო მილოცვით მთავრდება მაქსიმ ფრანკ-კამენეცკის ზემოხსენებული ღია წერილიც:

„რას ვუსურვებდი რუსეთში დამრჩენებს ახალ წელს? იმას, რომ ახდეს მათი ოცნება: გაუქმდეს დასავლური სანქციები და მაღაზიებში კვლავ გამოჩნდეს კარგი ყველი და, როგორც დიდი ხნის წინ დაჰპირდა რუსებს „გაზპრომის“ თავკაცი მილერი, ბარელი ნავთობის ფასმა მიაღწიოს 250 დოლარს, ხოლო უკრაინა მუხლებზე ხოხვით შეეხვეწოს რუსეთს მის შემადგენლობაში მიღებას. და თუ ეს არ მოხდა და საყოველთაო კრიზისმა იფეთქა, მაშინ რჩება ორი შესაძლებლობა: საშინელი დასასრული (რეჟიმისათვის) ან დაუსრულებელი საშინელება (რუსეთისათვის). ვფიქრობ, არ არის საჭირო იმაზე ლაპარაკი, თუ პირადად მე რომელს ვისურვებდი, მით უფრო, რომ ასეთი სურვილი შესაძლოა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლის ქვეშ მოექცეს, იმ კოდექსისა, რომელიც ლამის ყოველწლიურად ახალ-ახალი მუხლებით ივსება“.



წყარო www.radiotavisupleba.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42