ბათუმში ავტომანქანის დაწვის ფაქტზე 26 წლის ახალგაზრდა დააკავეს
სამართალი - 10:19, 23 Jan, 2015     2327

შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზაზა გ. მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 22 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმში, იმედაშვილის ქუჩის 27 ნომერში გაჩერებულ „ბე ემ ვე“–ს მარკის ავტომობილს ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ავტომანქანა მოქალაქე დავით მანჯავიძის საკუთრებას წარმოადგენს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებულსა და დავით მანჯავიძეს შორის ფინანსური დავა არსებობდა. დაზარალებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზაზა გ–ს კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მას წინასწარ შეთანხმებული საფასური არ გადაუხადა, რაც მათ შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.

შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ზაზა გ. ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იმავე დღეს დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ–ის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42