იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები მოითხოვენ, უფლებამოსიფლება შეუჩერდეთ იმ გამომძიებლებს და პროკურორის წარმომადგენლებს, ვისაც ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან რაიმე კავშირი შეიძლება ქონოდა.
ადვოკატ გაგი მოსიაშვილის თქმით, ამას თავის დროზე იური ვაზაგაშვილიც ითხოვდა.
„მნიშვნელოვანია იქნება, რომ გაითვალისწინონ იურის მიდგომა და რჩევა და მოხდეს იმ ადამიანების დროებით ჩამოცილება, ვინც დაკავშირებული არიან 2006 წლის ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტთან. ცალსახაა ის, რომ დამნაშავე ადამიანები სისხლში ამოსვრილი ხელებით არასდროს არ გამოიძიებენ საქმეს," - განაცხადა მოსიაშვილმა.
როგორც ცნობილია გუშინ ვაზაგაშვილის ოჯხის ადვოკატებმა და ექსპერტებმა იური ვაზაგაშვილის ავტომობილი კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. თუმცა ისინი კონკრეტულ საეჭვო დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.
არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი საშუალება, რომელმაც ვაზაგაშვილის იმსხვერპლა, რუსული წარმოების იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დამონტაჟება 20 იანვარს გამთენიისას მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






