მტერს არ უნდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება, ჩვენ მათ კბილებს ჩავუმტვრევთ- პოროშენკო
მსოფლიო - 00:56, 23 Jan, 2015     3274
უკრაინის პრეზიდენტმა ძალოვანებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედების გეგმა განიხილეს.

სხდომის დაწყებისას პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრანელმა სამხედროებმა შეტევები ყველა ფრონტზე წარმატებით მოიგერიეს.

”დღეს წარმოებდა რეალური სატანკო ბრძოლები, უკრაინის შეიარარებულმა ძალებმა ამ ბრძოლებში გაიმარჯვეს.”- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

პრეზიდენტმა უკრაინელი სამხედროების მიერ მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკის დაუფლებაზე და რამდენიმე ტანკის და საბრძოლო მასალებით დატვირთული მანქანების განადგურებაზეც ისაუბრა.

”ფრონტის მთელ ხაზზე ჩვენ მტკიცედ გვიჭირავს პოზიციები, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმების ინტენსივობა 10-ჯერ გაიზარდა იმასთან შედარებით , რაც საბრძოლო მოქმედებების ინტენსიური ფაზის დაწყებისას იყო”- განაცხადა პრეზიდენტმა.

22 იანვრის შედეგების მიხედვით სახელმწიფოს მეთაურმა პირველი სატანკო ბრიგადის ეკიპაჟის ორდენებით -” მამაცობისთვის” დაჯილდოვების გადაწყვეტილება მიიღო.

” ასეთ სერჟანტებზე და ჯარისკაცებზე დგას უკრაინული არმია” - აღნიშნა პოროშენკომ.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე წამოაყენა წინადადება ”კიბორგების” დაჯილდოვებასთან დაკავშირებით, რომლებიც გმირულად იცავდნენ დონეცკის აეროპორტს.

”ჩვენ შევათანხმებთ მოქმედებებს, გავზრდით რეზერვს და თუ მტერს არ უნდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება და არ უნდა , რომ დაასრულოს უკრაინის სოფლებში და ქალაქებში მშვიდობიანი ადამიანების ტანჯვა, ჩვებ მათ კბილებს ჩავუმტვრევთ”- განაცხადა პოროშენკომ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42