დონეცკში, ტრამვაის გაჩერებაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენუკმა გააკეთა.
პრემიერის თქმით, რუსმა ტერორისტებმა დღეს ისევ ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დაუჯერებელი დანაშაული.
„პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე ეკისრება რუსეთის ფედერაციას, აუცილებელია უსწრაფესად დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება. იმისთვის რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს, აუცილებელია უკრაინის ტერიტორიიდან რუსი ჯარისკაცები და ბანდიტები გავიდნენ. ამის შემდეგ კი უკრაინის გაერთიანება და ერთობა აღსდგება“
იაცენუკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის გაერთიანების დღემ ბოლო ჟამს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა:
„ ადრე ეს იყო ერთ-ერთი დღესასწაული, დღეს კი ეს არის ერთობის და უმაღლესი ღირებულებების დღე, რომელიც ყოველ უკრაინელს აქვს- ეს ჩვენი სახელმწიფოა“
„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უკრაინული მიწების გაერთიანება, რომელიც 1919 წელს შედგა, მომავალშიც შედგება - ჩვენ დავიბრუნებთ ყირიმს და დავამყარებთ კონტროლს დონეცკზე და ლუგანსკზე. რუსული სამხედრო აგრესია , რომელსაც კრემლი მართავს არ იქნება წარმატებული და ის ისევე დამარცხდება, როგორც დამარცხდა უკრაინის წინაშე ყვგელა ოკუპაცია და აგრესია“- განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები






