შსს-ს თანამშრომლებმა რეკორდები დაამყარეს
სამართალი - 15:52, 22 Jan, 2015     1124

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში მსოფლიოს ცამეტგზის რეკორდსმენმა, შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა ორ ხელზე, ამოტრიალებული მტევნებით აზიდვაში გინესის რეკორდი დაამყარა. მან ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა და ამოტრიალებული ხელის მტევნებით, 28,2 კილოგრამიანი სიმძიმით, ერთ წუთში 55 აზიდვა შეასრულა. იოსებ ხუციშვილმა პირველი მსოფლიო რეკორდი აზიდვებსა და ორძელზე აზიდვაში 2010 წელს, ხოლო მეორე რეკორდი - ცალი ხელით აზიდვაში 2013 წელს დაამყარა.

მისი სარეკორდო ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით ტარდება. პოლიციის ლეიტენანტმა ვახტანგ ლუქუნიძემ კი ტურნიკზე (ჰორიზონტალურ ძელზე) ე.წ. თავისუფალ მიზიდვაში ეროვნული რეკორდი დაამყარა. მან ერთ წუთში 45 აზიდვა შეასრულა. ვახტანგ ლუქუნიძისთვის ეს სარეკორდო ასპარეზობა პირველი იყო, თუმცა იგი წარმატებით ასპარეზობს სპორტის სხვა სახეობაში – არის რაიონული, რეგიონული და ეროვნული ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი, ასევე, საქართველოს ჩემპიონი კარატეში. იგი ამჟამადაც აქტიურად ემზადება კიოკუშინკაი კარატეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (აბსოლუტურ წონით კატეგორიაში) მონაწილეობის მისაღებად.შსს-ს თანამშრომლების მიერ დამყარებული რეკორდები საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა დააფიქსირეს. სპორტული ღონისძიების მონაწილეებს წარმატება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მიულოცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42