რუსეთის სათათბიროს სპიკერის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა ევროსაბჭოს წევრობაზე უარი განაცხადოს.
ამის შესახებ, დუმის სახელწიფო დუმის სპიკერმა, სერეგეი ნარიშკინმა განაცხადა.
„ ჩვენი შეფასებით, ევროსაბჭო საერთაშორისო პლატფორმაა აქტიულურ საკითხებზე ღია დიალოგისთვის. თუკი რუსეთს დიალოგში მონაწილეობისა და ხმის უფლება არ ექნება, ორგანიზაციას ერთი წლით დავტოვებთ. იმ შემთხვევაში, თუ ხმის უფლებას ერთი წლის განმავლობაში არ დაგვიბრუნებენ, იძულებულები გავხდებით ევროსაბჭოდან გასვლის საკითხი დავაყენოთ“ - განაცხადა ნარიშკინმა.
„ევროსაბჭოს დატოვების უფლება, ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს აქვს. ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა ჩვენც მივიღოთ“ - დასძინა მან.
შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ევროსაბჭომ რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება შეუჩერა.
მასალის გამოყენების პირობები






