უკრაინის პრეზიდენტი, პეტრე პოროშენკო აცხდებს, რომ უკრაინა უნიტარულ სახელწიფოდ დარჩება და ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული.
„მტერმა ჩვენი განადგურება განიზრახა, თუმცა უფრო გაგვაძლიერა. უკრაინის პოლიტიკური სივრცე და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ეთნიკური ჯგუფები გააერთიანა. ჩვენი რუსულენოვანი მემამულეებისთვის ნათელი გახდა, რომ უკრაინელ ხალხს ისინი ისევე უყვარს, როგორც უკრაინულ ენაზე მოსაუბრეები“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელთა თითქმის 100% უნიტარულ სახელმწიფოში სურს ცხოვრება და არა ფედერალურში.
„არსებობს პრინციპული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ. პირველ რიგში, უკრაინა არ გახდება ფედერალური სახელმწიფო, ის უნიტარულად დარჩება. მეორე, ევროპული არჩევანი განხილვას არ ექვემდებარება და მესამე, უკრაინას მხოლოდ ერთი ოფიციალური - უკრაინული ენა აქვს და მომავალშიც ასე იქნება“- დასძინა პოროშენკომ. მისივე თქმით, ვერავინ შეძლებს ხალხისთვის რუსულ ენაზე საუბრის აკრძალვას.
„ჩვენ ვართ ერი, რომელის მიზანია, რომ ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი თავს კომფორტულად გრძნობდეს“- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები






