იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ომბუდსმენი მთავარ პროკურორს მიმართავს
სამართალი - 11:20, 22 Jan, 2015     1769

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას 2015 წლის 20 იანვარს მომხდარი დანაშაულის – იური ვაზაგაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მონიტორინგს განახორციელებს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცული და გარანტირებული უზენაესი სამართლებრივი ღირებულების – ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ყველა შემთხვევაში, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების პროცედურული ასპექტის გათვალისწინებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რომელიც მიმართული უნდა იყოს დამნაშავე პირის გამოვლენისა და მართლმსაჯულების განხორციელებისაკენ.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აუცილებელია მოცემულ საქმეზე გამოძიება წარიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით განსაზღვრული კრიტერიუმების დაცვით: დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად; ზედმიწევნით; სწრაფად; იმ საგამოძიებო ორგანოს/პირ(ებ)ის მიერ, რომელსაც აქვს სამართლებრივი კომპეტენცია საქმესთან დაკავშირებული ფაქტების გამოსაკვლევად; მსხვერპლის ოჯახის წევრების მონაწილეობით გამოძიების პროცესში.

მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ზედმიწევნით ჩატარდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლებიც შესაძლებელს გახდის საქმესთან კავშირში მყოფი ყველა მტკიცებულების კანონიერი გზით მოპოვებას. ასევე, მოცემული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სწრაფად და გაჭიანურების გარეშე, გონივრულ ვადებში უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულის უფლებამონაცვლეს შესაძლებლობა უნდა მიეცეს ჩაერთოს პროცესში, უზრუნველყოფილი იქნეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნით.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ზურა ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად, სრულყოფილად, ობიექტურად და მიუკერძოებლად.

საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უნდა მოახდინოს საზოგადოების პერმანენტული ინფორმირება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, გამოძიების საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42