ბატალიონმა „აზოვმა“ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის აეროპორტი დატოვეს. აეროპორტის ახალ ტერმინალში ბრძოლებისას, უკრაინელი ჯარისკაცების სტრატეგიული ადგილები მთლიანად დაინგრა. დაიღუპა ათობით უკრაინელი ჯარისკაცი.
censor.net-ის რედაქტორი იური ბუტუსოვი ამ შემთხვევას ფეისბუქზე გამოეხმაურა.
"დონეცკის აეროპორტის დაცვა - 26 მაისი, 2014 - 22 იანვარი, 2015. 242 დღე.
ახალი და ძველი ტერმინალები, საკონტროლო კოშკი, ყველაფერი, რაც თავდაცვისთვის საჭირო იყო, სრულად განადგურდა. ბოლო გადარჩენილმა დამცველებმა ახალი ტერმინალის შენობის ნანგრევები დატოვეს.
პატივი უნდა ვცეთ გმირებს, რომლებიც აეროპორტს აბსოლუტურად რთულ მდგომარეობაში იცავდნენ.
მადლობა ყველას, ვინც განსაკუთრებით ბოლო დღეების ჯოჯოხეთს გადაურჩა. მადლობა მათ, ვინც დაშავდა და მარადიული ხსოვნა მათ, ვინც ახალ ტერმინალში სამუდამოდ დარჩა", - წერს ბუტუსოვი ფეისბუქზე.
მასალის გამოყენების პირობები






