პროკურატურის განცხადება იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
სამართალი - 09:56, 22 Jan, 2015     2413

მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მაღალი ალბათობით ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებები უნდა გამხდარიყო

„საქართველოს მთავარი პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გამოძიების დაწყებისთანავე სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლების მონაწილეობით. საგამოძიებო ჯგუფი ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მომენტიდან უწყვეტ რეჟიმში ატარებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს მომხდარი შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. გამოძიების ამ ეტაპზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, გარდაცვლილი ი. ვაზაგაშვილის გვამი, შემთხვევის ადგილიდან და გვამიდან აღებულია შესაბამისი ნიმუშები, დათვალიერებულია გარდაცვლილის კუთვნილი ავტომანქანა, დანიშნულია სხვადასხვა სახის აუცილებელი ექსპერტიზები ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზის, ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობის, მოდელის და მდებარეობის, ასევე საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. ამ ეტაპისთის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულია 30-მდე პირი. მიუხედავად მაღალი ინტერესისა, საზოგადოებას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ იმ ფაქტს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ მომხდარის შესაძლო საგამოძიებო ვერსიებსა და საქმის გარკვეულ დეტალებზე, ვინაიდან ამან შეიძლება დააზიანოს გამოძიების ინტერესები. ამ ეტაპზე შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა გამხდარიყო ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებები, თუმცა გადაჭრით აღნიშნულზე, ასევე სხვა დეტალებზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდგომ, რომლის შედეგებსაც პროკურატურა დასრულებისთანავე გააცნობს საზოგადოებას.

საქმეზე ამ ეტაპზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42