ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვაცლავ კლაუსი ავსტრიულ გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ „ყირიმი არასოდეს ყოფილა უკრაინის ნაწილი.“
„სრულიად ნათელია, ყირიმი არასოდეს ყოფიალა უკრაინის ნაწილი და თქვენ ეს იცით. ყირიმი ყოველთვის რუსეთს ეკუთვნოდა. ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ“ - განაცხადა კლაუსმა.
„ჩემთვის უკრაინის შიდა კრიზისი უფრო საგულისხმოა. რომ არა მაიდნის მოვლენები, არანაირი ანექსია არ იქნებოდა“ -ამბობს ჩეხეთის ექს-პრეზიდენტი.
კლაუსის თქმით, უკრაინას პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია არ გაუვლია. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, უკრაინა წარუმატებელი აღმოჩნდა. სწორედ, ეს არის კონფლიქტის მიზეზი.
„უკრაიანა - ეს ხელოვნურად შექმნილი ქვეყანაა. ეს არის ტერიტორია, არაერთგვაროვანი ეთნიკური მოსახლეობით. ამიტომაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკრაინის ტრანსფორმაცია ბევრად უფრო რთულად წარიმართა. მიმდინარე კრიზისი - ეს არის შედეგი მცდელობისა, აიძულონ მოსახლეობა გააკეთოს არჩევანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მსგავსი არჩევანის წინაშე ქვეყნის დაყენება, მის განადგურებს ნიშნავს“ - აღნიშნა კლაუსმა.
აღსანიშნავია, ვაცლავ კლაუსის ცოტა ხნით ადრე გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ დასავლეთს უკრაინის „წელში გატეხვა“ და „ათწლეულებით უკან გადასროლა“ სურს.
მასალის გამოყენების პირობები






