ინტერპოლის თანამშრომლებმა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი დააკავეს
სამართალი - 10:01, 21 Jan, 2015     1828

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, 18 იანვარს, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება „დარიალზე“, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული არტაკ მკრტუმიანი დააკავეს.

კიევის ინტერპოლის მიერ არტაკ მკრტუმიანი, დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 10 მაისს გამოცხადდა. მას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არტაკ მკრტუმიანმა 2014 წლის 10 მაისს ქალაქ კრივოი როგში ჩხუბის დროს ზურგში დანა ჩაარტყა მოქალაქე ი. რუდიაკს, რითიც მას სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა.

ამჟამად არტაკ მკრტუმიანი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42