გიუმრიში მოკლული ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრის, ექვსი თვის ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ სააგენტო news.am წერს.
სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ბავშვს თირკმელისა და გულის უკმარისობა გაუმწვავდა, რის გამოც ექიმებმა პერიტონიალური დიალიზით მკურნალობა გადაწყვიტეს.
სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთიდან ერევანში ჩავიდა ექიმთა ჯგუფი, რომლებიც სომეხ კოლეგებთან ერთად ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ ბავშვის მდგომარეობა დასტაბილურდეს.
12 იანვარს, სომხეთის ქალაქ გიუმრიში, ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი მოკლული იპოვეს. მოკლულთაგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, ექვსი თვის ბავშვი სამკურნალოდ ერევანში გადაიყვანეს. ახალშობილს დანით მიყენებული მრავალჯერადი ჭრილობები აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






