„თუკი ლოცულობ და ეშმაკი გეწვია, ეშმაკიც აიძულე, რომ ილოცოს“ - გიორგი გურჯიევი
ეს საინტერესოა - 15:40, 19 Jan, 2015     15580

ცნობილი მისტიკოსი, ეზოთერიკოსი, ოკულტისტი და სულიერი მასწავლებლი – გიორგი გურჯიევი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა და თავის მოწაფეებთან ერთად მოღვაწეობდა საქართველოში. ამ პერიოდში შექმნა ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”(მეოთხე გზა). შემდეგ შემოიარა მთელი დასავლეთ ევროპა, კითხულობდა ლექციებს ბერლინსა და ლონდონში.

ის მიიჩნევდა, რომ ადამიანები იმყოფებიან ერთგვარი „ფხიზელი ძილის” ფაზაში, რომ ვერ აღიქვამენ რეალობას და ვერ მართავენ საკუთარ ცხოვრებას, ისევე, როგორც ვერ ვმართავთ საკუთარ სიზმრებს. ამბობდა, რომ უძველეს რელიგიებში არის დაფარული უდიდესი ცოდნა, რომელიც ადამიანებმა დროთა განმავლობაში დაამახინჯეს, თავად კი ამ ცოდნას თავი მოუყარა და შემოგვთავაზა ალტერნატიული გზა ჭეშმარიტებისაკენ. მის ცხოვრებაში ბევრი რამ ბურუსით არის მოცული, უცნობია მისი ზუსტი წარმომავლობა და ბიოგრაფია. ერთ-ერთი ვერსიით, ვოლანდის პროტოტიპიც კი გახლავთ ცნობილი რომანიდან ,,ოსტატი და მარგარიტა”.

გთავაზობთ გიორგი გურჯიევის წერილს ქალიშვილისადმი:

მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართე.

გააცნობიერე შენი ნებისმიერი ფიქრი, გრძნობა, სურვილი და ქმედება.

რასაც დაიწყებ, ყოველთვის დაამთავრე.

რასაც აკეთებ, გააკეთე საუკეთესოდ.

არავითარ შემთხვევაში არ გახდე დამოკიდებული იმაზე, ვისაც შენი განადგურება შეუძლია.

სულგრძელობა მოწმეების გარეშე გამოიჩინე.

ყოველ ადამიანს ისე მოექეცი, როგორც უახლოეს ნათესავს.

შენი დასვრილი, შენვე მოწმინდე.

ისწავლე მიღება და ნებისმიერი საჩუქრისთვის იყავი მადლიერი.

უარი თქვი ყველა თავდაცვით მექანიზმზე.

არ მოიტყუო, არ მოიპარო და თუ მაინც ამას გააკეთებ, იცოდე, რომ საკუთარ თავს ატყუებ, საკუთარ თავს პარავ.

ისე დაეხმარე ახლობლებს, რომ შენზე დამოკიდებულები არ გახდნენ.

ნუ დაიკავებ ძალიან დიდ სივრცეს.

ნუ იხმაურებ და ზედმეტ ჟესტიკულაციასაც მოერიდე.

თუკი ჯერ კიდევ არა გაქვს რწმენა, გააკეთე ამის იმიტაცია.

იოლად ნუ მოიხიბლები ძლიერი პიროვნებებით.

ნუ დაეპატრონები ნურაფერს და ნურავის.

გაანაწილე თანაბრად.

არ ცდუნდე.

ზუსტად იმდენი იძინე და ჭამე, რამდენიც გჭირდება.

არ ილაპარაკო პირად პრობლემებზე.

არ განსაჯო და არ გაარჩიო, სანამ ფაქტების უმრავლესობა არ გეცოდინება.

ნუ შექმნი უსარგებლო მეგობრულ კავშირებს.

არ აჰყვე საერთო ტენდენციას.

არ გაყიდო საკუთარი თავი.

პატივი ეცი ნებისმიერ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერე.

იყავი პუნქტუალური.

ნუ შეგშურდება სხვისი ქონება და მიღწევები.

თქვი მხოლოდ ის, რაც საჭიროა.

არასოდეს იფიქრო იმ სარგებელზე, რომელიც შენმა ქმედებებმა შეიძლება მოგიტანოს.

არ დაიქადნო.

შეასრულე დანაპირები.

როდესაც კამათობ, თავი მოწინააღმდეგის ადგილას წარმოიდგინე.

აღიარე, როცა ვინმე გაჯობებს.

დაამარცხე შიშები.

დაეხმარე სხვებს, რომ დაეხმარონ საკუთარ თავს.

დაამარცხე ზიზღი და სიძულვილი და ეცადე იმათ დაუახლოვდე, ვისზეც უარის თქმა გსურს.

აქციე სიამაყე კეთილშობილებად, სიბრაზე – შემოქმედებად, სიხარბე – სილამაზის პატივისცემად.

გარდაქმენი შური აღტაცებად, სიძულვილი – თანაგრძნობად.

ნურც აქებ და ნურც აძაგებ საკუთარ თავს.

ისე მოუფრთხილდი იმას, რაც არ გეკუთვნის, თითქოს შენი იყოს.

არ შეიცოდო საკუთარი თავი.

განივითარე წარმოსახვა.

არ გასცე ბრძანება, დამორჩილების სიამოვნებისთვის.

ყველას გადაუხადე იმ სამსახურისთვის, რასაც გიწევენ.

ნუ მოახდენ შენი იდეებისა და შრომის პროპაგანდას.

არ ეცადო, სხვებში გააღვიძო შენ მიმართ ისეთი გრძნობები, როგორიცაა: სიბრალული, თანაგრძნობა, აღტაცება, თანამზრახველობა.

ნუ ეცდები წარმოჩინდე შენი გარეგნობით.

არ შეეწინააღმდეგო, უბრალოდ გაჩუმდი.

არ აიღო სესხად, თუ რაიმეს ყიდულობ, მაშინვე გადაიხადე.

თუკი საჯაროდ შეურაცხყოფ, საჯაროდვე მოიბოდიშე.

თუკი აღმოაჩენ, რომ არასწორად თქვი რამე, სიამაყის გამო იმავეს ნუ გაიმეორებ.

ნუ დადგები შენი ძველი იდეების სადარაჯოზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც საქვეყნოდ გაქვთ გაცხადებული მათ შესახებ.

არ შეინახო უსარგებლო ნივთები.

ნუ გაიფორმებ თავს სხვისი იდეებით.

ნუ გადაიღებ ფოტოებს ცნობილ ადამიანებთან.

იყავი საკუთარი თავის მსაჯული.

ნურასოდეს განსაზღვრავ საკუთარ თავს იმის მიხედვით, თუ რას ფლობ.

დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერი შენია.

თუკი ლოცულობ და ეშმაკი გეწვია, ეშმაკიც აიძულე, რომ ილოცოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42