ბრიტანელი პოლიტიკოსის ერიკ პაიკლი ის მიერ დაწერილ წერილს, რომელშიც ისლამი ბრიტანეთის ნაწილად არის მოხსენებული განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.
ერიკ პაიკლი ისლამ ლიდერებს მოუწოდებს, რომ მათ უფრო მეტი უნდა იმუშაონ რათა ამოძირკონ რადიკალიზმი და ხელი შეუშალონ პატარა ორგანიზაციებს ალ-ქაიდაში გაწევრიანებას. მან ასევე სთხოვა ბრიტანელ მუსლიმებს, დაანახონ მსოფლიოს როგორ შეიძლება ისლამური ღირებულელების ინტეგრირება ბრიტანულ ღირებულებებთან.
ექსპერტთა ნაწილის განცხადებით, წერილი „კეთილი განზრახვის“ იყო, თუმცა რელიგიისადმი მუსლიმთა განსაკუთრებული სენსიტიური დამოკიდებულების გამო, მათი უარყოფითი რეაქციაც გასაგებია.
ბრიტანეთის მუსლიმური საბჭოს განცხადებით, რომელიც 500-ზე მეტ ორგანიზაციას და მეჩეთებს აერთიანებს, მათ სწორად ვერ გაუგეს. „თუკი წერილს კარგად წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ იქ მუსულმანთა მნიშნელოვანი წვლილის შესახებ არის საუბარი“.
საბჭოს თავმჯდომაროსა და წერილის თანაავტორის, ლორდ აჰმედის განცხადებით, „ეს წერილი ეხმიანება მთავრობების პოლიტიკას, რომლებიც ამბობენ, რომ ერთიანი ძალით უნდა ვებრძოლოთ ექსტემიზმს და სამუდამოდ ამოვძირკოთ ჩვენი საზოგადოებიდან“.
წერილში ნათქვამია: „თქვენ(მუსულმან ლიდერებს) უნიკალური პოზიცია გაქვთ ჩვენს საზოგადოებაში. ასევე უნიკალური შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, მოახდინოთ იმის დემონსტრაცია თუ როგორ შეიძლება გახდეს ისლამი ბრიტანეთის თვითმყოფადობის ნაწილი.“
„ჩვენ გვჯერა, რომ შევძლებთ ბრიტანული ისლამის რეალური ბუნების წარმოჩენას. ვამაყობთ თქვენი რწმენით. ვიცით რომ ისლამი ექსტემიზმი არ არის, მოდით ეს დავანახოთ მსოფლიოს“.
მასალის გამოყენების პირობები






