რუსული ტელეკომპანია „HTB“ ავრცელებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ დეზერტირი ვალერი პერმიაკოვი, რომელმაც ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი სასტიკად მოკლა , მან ეს „შემთხვევით“ ჩაიდინა.
მედიაში პერმიაკოვის აღიარებითი ჩვენება მოხვდა. მისი თქმით, როდესაც ის ავეტისიანების საკუთარი სახლის ეზოში წყლის დასალევად შეიპარა, ჯარისკაცი დიასახლისმა შენიშნა. პერმიაკოვი იძულებული გახდა მოეკლა ოჯახის უფროსი წევრები, რათა მისი დეზერტირობის ამბავი სამხედრო ნაწილში არავის გაეგო. “როდესაც ჯერი ორი წლის გოგონაზე მიდგა, ავტომატში ტყვია გაიჭედა და იძულებული გავხდი ის „ხიშტ-დანით“ მომეკლა“- ამბობს პერმიაკოვი.
„მისი თქმით, ბავშვების დახოცვაც იმიტომ გადაწყვიტა, რომ მათ სამხედრო ნაწილში ვინმესთვის პერმიაკოვის დეზერტირობის შესახებ არ ეცნობებინათ. თუმცა როგორ მოყვებოდნენ ვალერი პერმიაკოვის სამხედრო ნაწილიდან გამოპარვის ამბავს ორი წლის გოგონა და ექვსი თვის ბიჭი, ამაზე ეჭვმიტანილი ვერაფერს ამბობს“ - ნათქვამია НТВ-ს სიუჟეტში.
რუსი სამხედრო ვალერი პერმიაკოვი ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის, 2 წლის გოგონა 12 იანვარს მოკლული იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






