ვის უქმნიდა საფრთხეს ეროსი და რატომ არის ზურაბ კიწმარიშვილი დარწმუნებული რომ მისი ძმა მოკლულია
სამართალი - 10:59, 19 Jan, 2015     2584

გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი ძმა მოკლეს და იმედოვნებს, რომ საქმე კვალიფიკაციას შეიცვლის.

ამის შესახებ კიწმარიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა. ემოციურ მომენტებს რომ გვერდი ავუაროთ, ვერ ვხედავ მთავარს - მოტივს. ეროსი ავადმყოფი და დეპრესიული ადამიანი არ იყო. ცხოვრებაში ბევრად მძიმე პერიოდები ჰქონია და ახლა არც ისეთ ჩიხში იყო, საიდანაც ვერ გამოვიდოდა... "რუსთავი 2"-ს როცა ხელმძღვანელობდა, ბევრჯერ უფიქრია, რომ შესაძლოა, ვინმეს მისი ლიკვიდაცია შეეკვეთა. მაშინ მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, ეს იქნებოდა სახელისუფლებო კლანების ქმედება, რასაც მოჰყვებოდა მოვლენები, რომლებიც ბევრ პოლიტიკურ ფიგურას გადაიყოლებდა. ამიტომ უთქვამს, გონიერება ეყოფათ, ეს არ გააკეთონო. ამიტომაც არ ჰყავდა დაცვა და არც იარაღის ტარების სურვილი გასჩენია ოდესმე“, - აცხადებს კიწმარიშვილი.

მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილმა თავს დაცვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პოლიტიკაში ჩაება.

„ეროსიმ ღიად დაიწყო თამაში, თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და, ასე ვთქვათ, ხელთათმანი ესროლა "ნაციონალებსაც" და ხელისუფლებასაც, ამიტომაც გადაწყვიტა, თავად დაეცვა თავი. ცდილობდა, შეექმნა პატარა მოდელი იმისა, თუ როგორ შეიძლება რეგიონის მასშტაბით გათავისუფლდე ჯგუფური პოლიტიკური მიმართულებებისგან, იყო ლიდერი, მენეჯერი და წარმატებით შეასრულო ამოცანები. ამის მისაღწევად თანამშრომლობდა ისეთ პირებთან, რომლებიც ამ ნიშნით იყვნენ თავისუფლები“, - განაცხადა კიწმარიშვილმა.

„რუსთავი 2“-ის დამფუძვნებლის ძმა არ გამორიცხავს, რომ ეროსი კიწმარიშვილი ვიღაცას საფრთხეს უქმნიდა და სწორედ ამიტომ მოიშორეს ის თავიდან.

„ვის უქმნიდა საფრთხეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რთულია ამაზე მსჯელობა, რეალური ვერსია არ არის გამოკვეთილი. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ეს ყოფილიყო ქვეყანაში მყოფი პოლიტიკური პლასტი, რომელმაც ყველაფერი დაგეგმა, ან შესაძლოა, აქაურებთან კოორდინაციაში მყოფი ძალა ქვეყნის გარედან. ეროსი ვიღაცებს აღიზიანებდა თავისი გეგმებით“, - ამბობს კიწმარიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42