რა მოვალეობები აკისრია ნათლიას ნათლულის მიმართ
რელიგია - 23:41, 18 Jan, 2018     43753

რა მოვალეობები აკისრია ნათლიას ნათლულის მიმართ და როგორ უნდა იზრუნოს მან ნათლულის სულიერი განვითარებისთვის ამის შესახებ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე საუბრობს.

სამწუხაროდ, თანამედროვე ქრისტიანებს ბოლომდე არ გვესმის ნათლიის მოვალეობა. ერთნი ნათლავენ იმ მიზეზით, თითქოსდა ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება, მეორენი – სხვადასხვა (პირადი) განზრახვათა გამო (ხშირ შემთხვევაში საქართველოში ნათლიმამობა დანათესავების ფორმაა).

თანამედროვე ნათლიას თავის მოვალეობად მიაჩნია, უყიდოს ნათლულს ჯვარი, შესაწირავი შესწიროს მოძღვარს, სადღესასწაულო ტრაპეზზე შესვას ღვინო, ნათლულის ჯანმრთელობის სადღეგრძელო, შემდეგ გაუჩინარდეს გარკვეული ვადით. ნათლულს კი სალაპარაკოდ რჩება: "ესა და ეს კაცია ჩემი ნათლია, ოქროს დიდი ჯვარი მაჩუქა" და ა.შ. როგორც ვხედავთ, ყოველივე ეს საკმაოდ ადვილი, შინაარსით კი ცარიელი საქმეა.

სინამდვილეში, როდესაც თქვენ თანხმობას აცხადებთ ნათლიობაზე და ესწრებით საეკლესიო საიდუმლოს, ხდებით სულიერი მამა (ან დედა). თქვენ ბავშვის მაგივრად პასუხობთ მოძღვრის შეკითხვებს ("განვეშორები ეშმაკისაგან", "შევუდგები ქრისტეს", "განვაგდებ სატანას") და სრული პასუხისმგებლობით აცხადებთ, რომ შეუდგებით ქრისტეს. იფხიზლეთ ნათლულის სულიერი მდგომარეობის გამო, რომ იგი ქრისტეს ნაცვლად ეშმაკის მიერ დაარსებული სექტის წევრი არ გახდეს.

ჯვარი, რომელიც მიუტანეთ თქვენს ნათლულს და ღვთისმსახურმა ჩამოჰკიდა მას – თქვენსა და თქვენს ნათლულს შორისაა. ღმერთმა დაგიფაროთ, რომ რომელიმემ უარყოს ან არ ატაროს იგი, თქვენ – თქვენი ნათლიის მიერ ბოძებული, მან კი – თქვენ მიერ ბოძებული. თქვენ, ნათლიას, მოგეკითხებათ ნათლულის რელიგიური ზნეობა. ამისათვის უდგებით თქვენ მას ნათლობის მამად, ე.ი. სულიერ მამად.

გახსოვდეთ თქვენი ნათლულის ნათლისღების დღე – ეს დღე თქვენი ნათლულის მფარველი ანგელოზის დღეა. იზრუნეთ, რომ ეკლესიურად იცხოვროთ თქვენც და თქვენმა ნათლულმაც. განა ქრისტიანად გახდომა ნათლისღებით მთავრდება? პირიქით, ნათლისღებით იწყება. ვიფიქროთ, რა სურს ჩვენგან ქრისტეს, რომელსაც შევუდექით. ყოველ კვირას ყოველ მოქმედ ტაძარში ღვთის სადიდებელი მსახურება სრულდება. თუ ქრისტიანად თვლი თავს, სად ხარ ამ დღეს? იხსენებ, რომ ეს იმ უფლის დღეა, რომელსაც თვითონ შედგომილხარ და რომელთანაც შუამდგომლობ შენს ნათლულს?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42