აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დაახლოებით 450 ტაძრის სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის გადაცემის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანში მიიჩნევენ , რომ ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, თუკი სომხურ ისტორიოგრაფიას გადავავლებთ თვალს. „მე-19 საუკუნეში სომხები საქართველოსა და აზერბაიჯანის იმ ტერიტორიებზე დასახლდნენ, სადაც არასოდეს ყოოფილა. მათ მიზნად დაისახეს „ყველაფრის გასომხება, რაც მის ირგვლივაა.“ ბოლო დროის პრეტენზიები დუდუკზე, ლავაშზე, არარატის მთაზე, ქართულ ღვინოზე დ ახლა უკვე ეკლესიებზე - ერთი ჯაჭვური კავშირია“- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღანელმა, ფაუდ ახუნდოვმა. „პრეტენზიები საქართველოსა თუ თურქეთში არსებულ მატერიალურ და არამატერიალურ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, სომეხი ისტორიკოსების მრავალსაუკუნოვანი გაყალბებული ისტორიის შედეგია.“
მასალის გამოყენების პირობები