ყირიმელ თათართა უფლებების დაცვის კომიტეტმა 17 იანვარს, ყირიმში, სიმფეროპოლში. გამართულ კონფერენციაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც გაეროს, თურქეთსა და უკრაინას მიმართავს თხოვნით, დაიცვას რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის აბორიგენი მოსახლეობის - ყირიმელი თათრების უფლებები.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდგომ ყირიმელი თათრები იქცნენ ტერორისა და ძალადობის ობიექტად - ხდება მათი გატაცება, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და სხვ. გარდა ამისა, ყირიმელი თათრები პან გი მუნს სთხოვენ, რომ მოახდინოს გავლენა რუსეთზე, რათა არ მოხდეს მათი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის უფლება.
კონფერენციის დელეგატები ითხოვენ, რომ ყირიმში, მიმდინარე წლის აპრილში გაიმართოს ეუთოს სპეციალური კონფერენცია, რომელიც ყირიმელი თათრების უფლებების დაცვას მიეძღვნება. აღსანიშნავია, რომ ყირიმელმა თათრებმა ამ კონფერენციის გამართვის ინიციატორის როლი უკრაინას დააკისრეს.
ასევე, ყირიმელი თათრები თხოვნთ მიმართავენ უკრაინის საგარეო საქმ,ეთა სამინისტროს, რომ მოხერხდეს რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში მათი წარმომადგენლების, როგორც მესამე მხარის, ჩასმა.
აღსანიშნავია, რომ ყირიმელ თათართა კონფერენციის გამართვას აქტიურად უშლიდა ხელს სიმფეროპოლის ხელისუფლება, თუმცა ეს წინააღმდეგობა ყირიმელმა ტათრებმა დაძლიეს.
მასალის გამოყენების პირობები






