გიუმრიში, რუსი ჯარისკაცის მიერ ავეტისიანების ოჯახის 6 წევრის მოკვლის საქმის გამომძიებლები აცხადებენ რომ ბრალდებულმა სამართალდამცველებს ცრუ ჩვენებები მისცა, ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ ჯარისკაცის ადვოკატმა დაცვაზე უარი განაცხადა, მას შემდეგ რაც თავდასხმის შემზარავ დეტალებს გაეცნო.
„როდესაც საქმეს ვეცნობოდი და იმ ნაწილამდე მივედი სადაც საუბარი ახალშობილის მკვლელობის მცდელობაზე მიდიოდა, თავი ვეღარ შევიკავე, ემოციები ვერ მოვთოკე და ავტირდი, ეს არაპროფესიონალურია, თუმცა მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი მისი უფლებების დაცვას.
დაკითხვისას ის იყო მშვიდი, დარლილი, ადეკვატური. კითხვებს პასუხობდა ადეკვატურად მან აღიარა დანაშაული, გამომძიებლის კითხვაზე ნანობს თუ არა ის ჩადენილ დანაშაულს უპასუხა, რომ ნანობს.
მე უარი განვაცხადე მის დაცვაზე, ხშირად ვიცავდი ადამიანებს , რომლებიოც ჩადიოდნენ მკვლელობებს, თუმცა მსგავსი ჩემს პრაქტიკაში, როდესაც საქმე ჩვილის მკვლელობას ეხებოდა. მე საკუთარ ემოციებთან გამკლავება ვერ მოვახერხე“- განაცხადა მკვლელობაში ეჭვმიტანილის ყოფილმა ადვოკატმა თამარა იალოიანმა "რუსთავი 2"- თან სატელეფონო კომენტარში.
შეგახსენებთ, რუსმა ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა 12 იანვარს დახოცა. შემთხვევას მხოლოდ 6 თვის ბიჭი გადაურჩა, რომლის მდგომარეობაც ამჟამად სტაბილურად მძიმეა.
მოსახლეობა სომხეთის მთავრობას ულტიმატუს უყენებს და დამნაშავის სომხეტში გასამართლებას ითხოვს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხალხი მასობრივი საპროტესტო აქციით იმუქრება .
მასალის გამოყენების პირობები






