"უნდოდა ბავშვისთვისაც ესროლა, ვაზნები დაუმთავრდა და კონდახი ჩაარტყა"- გიუმრის ტრაგედიის დეტალები
მსოფლიო - 19:21, 17 Jan, 2015     16942
სომხეთის ქალაქ გიუმრიში, ავეტისიანების ოჯახის წევრების დახოცვაში ეჭვმიტანილის, ვალერი პერმიაკოვის ადვოკატი დაკითხვის დეტალებზე საუბრობს.
„მკვლელობის მოტივზე საუბრისას, პერმიაკოვმა უპასუხა, რომ მას „არ შემიძლია ვთქვა“.როდესაც ჰკითხეს, რატომ მოკლა ბავშვი იგივე პასუხი გასცა. მისი თქმით ავეტისიანების ოჯახში შემთხვევით შევიდა. მოსწყურდა და უბრალოდ წყლის დალევა უნდოდა. დაკითხვისას ძალიან დაღლილი იყო, ლაპარაკობდა ნელა.
თქვა, რომ სახლში ფანჯრიდან შევიდა.სახლში სამი ოთახი იყო. პირველ ოთახში ერთი ადამიანი დახვდა, რომელმაც გაიღვიძა და სომხურად უყვირა.პერმიაკოვის თქმით, მისი სიტყვები ვერ გაიგო, თუმცა როდესაც ტელეფონზე დარეკვა დააპირა, გაისროლა. შემდეგ ხმები მეორე ოთახიდან მოესმა, სადაც ორი გოგონა იყო. ორივეს ესროლა. მესამე ოთახში 4 ადამიანი იმყოფებოდა. სამ მათგანს ესროლა. უნდოდა ბავშვისთვისაც ესროლა, თუმცა ვაზნები დაუმთავრდა და კონდახი ჩაარტყა.
ამის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით ტანსაცმელლი გამოიცვალა, წყალი დალია და წავიდა. მისი თქმით, თურქეთში წასვლას არ აპირებდა. გაუაზრებლად მიდიოდა და არ იცის, როგორ აღმოჩნდა საზღვართან. აქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ პერმიაკოვს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მისი თქმით, მარტო მოქმედებდა“ - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რუსმა ჯარისკაცმა ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის პატარა გოგონა 12 იანვარს დახოცა. შემთხვევას მხოლოდ 6 თვის ბიჭი გადაურჩა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42