შეგახსენებთ, რომ 84 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი, გურამ საღარაძე.
საღარაძე 1929 წლის 12 იანვარს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. როლები: სოსო (ო. იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“), თესევსი, მასახარა და იულიუს კეისარი (შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე ლირი“ და „იულიუს კეისარი“) , ჰეილი (მილერის „სეილემის პროცესი“), ტიპოტესკუ (კარაჯალეს „დაკარგული ბარათი“), დურსუნი და ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“ და საბრალდებო დასკვნა), მინდია (გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ და „კავკასიური ცარცის წრე“), ტომი (ტ. უილიამზის „შუშის სამხეცე“), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“), უჩა (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“) და სხვა.
2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის ვარსკვლავი.
მასალის გამოყენების პირობები






