„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ანა კიკნაძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმებით, დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, 2011-2013 წლებში, მაჩვენებელი საგრძნობლად არ შეცვლილა, თუმცა 2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, საპროცესო გარიგებებიდან ბიუჯეტში შესული თანხის რაოდენობა 3-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მაჩვენებელთან მიმართებით.შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, სამართალდარღვევის გამო, სანქციების (ჯარიმები და საურავები), მათ შორის საპროცესო გარიგებებიდან ბიუჯეტში შესული თანხებია: 82 357 578,51 ლარი (2011 წ), 73 619 600,11 ლარი (2012 წ), 68 111 954,07 ლარი (2013 წ), ხოლო 2014 წელს, თანხის ოდენობა შეადგენდა 29 730 410,13 ლარს.
ორგანიზაციამ თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების მიერ 2011-2014 წლებში განხილული საქმეების, მათ შორის მორიგებით დასრულებული დავების მონაცემიც შეისწავლა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ განხილული საქმეები: 2011 წელს – 2893 საქმე, 2012 წელს - 1963 საქმე, 2013 წელს - 1943 საქმე, 2014 წელს - 2359 საქმე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ განხილული საქმეები: 2011 წელს - 4880, 2012 წელს - 5030, 2013 წელს - 6593, 2014 წელს- 6395.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მიერ განხილული საქმეები: 2011წელს - 1071 საქმე, 2012წელს - 1621 საქმე, 2013 წელს - 4704 საქმე, 2014 წელს - 981 საქმე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მორიგებით დასრულებული საქმეები: 2011 წელს - 4 საქმე, 2012 წელს - 2 საქმე, 2013 წელს - 2 საქმე, 2014 წელს - 1 საქმე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მორიგებით დასრულებული საქმეები: 2011 წელს - 176 საქმე, 2012 წელს - 140 საქმე, 2013 წელს - 120 საქმე, 2014 წელს - 112 საქმე.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხის ანალიზი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მოამზადა.
მასალის გამოყენების პირობები






