საზღვრის კვეთის დროს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს
სამართალი - 17:17, 16 Jan, 2015     2765

ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა 16 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რუსეთის ფედერაციის, კერძოდ, ქალაქ მოსკოვის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, შვედეთის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, შვედეთის სამეფოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ნოდარ ზ. დააკავეს.

ნოდარ ზ. დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით სტოკჰოლმის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდა 2015 წლის 13 იანვარს. მას ბრალად ედება შვედეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 თავის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

2014 წლის 4-6 თებერვალს ნოდარ ზ-მ შვედეთის სამეფოში ჩაიდინა რამდენიმე, შეღწევით ქურდობა, უკანონოდ დაეუფლა დიდი ოდენობით საიუველირო ნაკეთობებს და iPhone-ის სისტემის მობილურ ტელეფონებს. აღნიშნული დანაშაულისთვის დაკავებულს შვედეთის კანონმდებლობის მიხედვით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამჟამად ნოდარ ზ. გადაყვანილია ქალაქ თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42