ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სომხეთში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთის ხელისუფლება ამ რთული სიტუაციიდან სწორ გამოსავალს იპოვის.
კითხვაზე როგორ მოიქცეოდნენ მსგავს სიტუაციაში ნატოს წევრი ქვეყნები, ჯეიმ აპატურაიმ განაცხადა, რომ ანალოგიების ძებნა ნატოს წევრ ქვეყნებში გონივრული არ იქნება.
„ მე მინდა ვთქვა ორი რამ, პირველი , ეს არის საშინელი ადამიანური ტრაგედია, მეორე, მე დარწმუნებული ვარ რომ სომხეთის ხელისუფლება ამ რთული სიტუაციიდან სწორ გამოსავალს იპოვის“- აღნიშნა აპატურაიმ.
შეგახსენებთ 12 იანვარს ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი მოკლული იპოვეს, მათ სიკვდილში მთავარი ბრალდებული რუსი სამხედრო ვალერი პერმიაკოვია, რომელიც თურქეთ-სომხეთის საზღვარზე დააკავეს. აღნიშნულმა მოვლენამ სომხეთში დიდი მღელვარება გამოიწვია, მოსახლეობა ითხოვს, რომ მკვლელობაში ბრალდებული სომხეთის სასამართლომ გაასამართლოს.
მასალის გამოყენების პირობები






