შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წლიური ანგარიში წარადგინა
სამართალი - 13:55, 16 Jan, 2015     1908

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა 2014 წლის ანგარიში წარუდგინა შს მინისტრის მოადგილეებს და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი, ორგანიზებული და გაშუქებული ყველა ღონისძიება: სამინისტროში გატარებული რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები; ანგარიშში აღწერილია შს მინისტრის 2014 წლის აქტივობები, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ იყო დაგეგმილი, ორგანიზებული და გაშუქებული; საერთაშორისო შეხვედრები; სოციალური და საინფორმაციო კამპანიები: „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“, „შეიკარი ღვედი“, „არა ბიონარკოტიკს“, „არა ძალადობას“ – კამპანიების ფარგლებში ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და მოქალაქეებისთვის ჩატარებული კონკურსები, გამოფენები, დაჯილდოვებები. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში შეიქმნა მუსიკალური და სოციალური კლიპები, რომლებმაც ხელი შეუწყო საზოგადოების ინფორმირებულობას სამინისტროს კამპანიების შესახებ. კამპანიის – „არა ბიონარკოტიკს“ განხორციელების და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შედეგად, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წლის ბოლოსთვის ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება 90%-ით შემცირდა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივით, 2014 წლის ნოემბერში შსს-მ უსინათლოებისთვის ვებ-გვერდის სპეციალური ხმოვანი ვერსია - voice.police.ge შექმნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში შსს პირველი უწყებაა, რომელმაც ამგვარი პროექტი განახორციელა. 2014 წლიდან რადიოეთერში გადის ყოველკვირეული გადაცემა „კანონის ფარგლებში“, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებისთვის აქტუალურ თემებზე საუბრობენ. წლიური პრეზენტაციის დროს ხაზი გაესვა პრესსამსახურის 24 საათიან მუშაობას.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ასევე წარადგინა 2015 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42